ხელისუფლების ოპონენტები, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატების შემდეგ, სანქციათა პაკეტის გაფართოებას არ გამორიცხავენ,  მათ შორის, არც ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას. - Palitra News

ხელისუფლების ოპონენტები, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატების შემდეგ, სანქციათა პაკეტის გაფართოებას არ გამორიცხავენ,  მათ შორის, არც ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას.

2024-11-15 20:44:02+04:00

ხელისუფლების ოპონენტები, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატების შემდეგ, სანქციათა პაკეტის გაფართოებას არ გამორიცხავენ, მათ შორის, არც ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას.

ოპოზიციის მოსაზრებით, ევროპარლამენტარების კრიტიკული გზავნილები დასტურია, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებს საერთაშორისო აღიარება არ ექნება. მათი განცხადებით, ახლა მთავარი ფოკუსი სწორედ საპარლამენტო არჩევნებზე უნდა იყოს. ხელისუფლების ოპონენტები ამ პროცესში, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის კიდევ უფრო გაზრდას ელიან. ქართულ ოცნებაში კი, ამბობენ რომ ევროპარლამენტარების ნაწილის განცხადებები და მოწოდებები საქართველოს შიდა პოლიტიკაში, აშკარა და ღია ჩარევაა.