ოპოზიციის მოსაზრებით, ევროპარლამენტარების კრიტიკული გზავნილები დასტურია, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებს საერთაშორისო აღიარება არ ექნება. მათი განცხადებით, ახლა მთავარი ფოკუსი სწორედ საპარლამენტო არჩევნებზე უნდა იყოს. ხელისუფლების ოპონენტები ამ პროცესში, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის კიდევ უფრო გაზრდას ელიან. ქართულ ოცნებაში კი, ამბობენ რომ ევროპარლამენტარების ნაწილის განცხადებები და მოწოდებები საქართველოს შიდა პოლიტიკაში, აშკარა და ღია ჩარევაა.