დღეს დილიდან ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტთან, სადაც ოკუპირებულ სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო შეთანხმების პროექტის რატიფიცირება იგეგმებოდა, საპროტესტო აქცია გაიმართა - Palitra News

დღეს დილიდან ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტთან, სადაც ოკუპირებულ სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო შეთანხმების პროექტის რატიფიცირება იგეგმებოდა, საპროტესტო აქცია გაიმართა

2024-11-15 20:38:37+04:00

დღეს დილიდან ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტთან, სადაც ოკუპირებულ სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო შეთანხმების პროექტის რატიფიცირება იგეგმებოდა, საპროტესტო აქცია გაიმართა.

ე.წ. დეპუტატებმა დღის წესრიგი არ დაამტკიცეს და სხდომა ჩაიშალა. აქციის მონაწილეები „დეპუტატებისგან“ სხდომის გამართვას და პროექტის წინააღმდეგ ხმის მიცემას მოითხოვენ. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, მათი ქმედება რუსულ-აფხაზური ურთიერთობების წინააღმდეგ არ არის მიმართული და პირიქით, ისინი, როგორც ე.წ. ოპოზიცია, ყოველთვის ხაზს უსვამენ რუსეთთან ძმური და სტრატეგიული კავშირების მნიშვნელობას. ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესზე და დღის სხვა მნიშვნელოვან სიახლეებზე დღის მთავარ გამოშვებაში გიამბობთ. ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს ქართულ ოპოზიციაშიც გამოეხმაურნენ. „ძლიერი საქართველო“ მმართველ პარტიას მოუწოდებს, რომ განმარტოს, თუ რატომ ინარჩუნებს დუმილს აფხაზეთში მიმდინარე რუსული ეკონომიკური ანექსიის საპასუხოდ. ლანა გალდავას განცხადებით, „ქართული ოცნება“, ანტისახელმწიფოებრივი გზავნილებით, არაღიარების პოლიტიკას აზიანებს.