როგორც საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები აცხადებენ, ისინი თსუ-ს პირველ კორპუსთან სტუდენტების მხარდასაჭერად მივიდნენ.
სტუდენტების განცხადებით, თსუ-ს პირველი კორპუსის წინ სამართალდამცავი ორგანოები სტუდენტებს უნივერსიტეტის შენობაში შესვლის ნებას არ აძლევენ.
ადგილზე ასვე სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც არიან, რომლების თსუ-ს სტუდენტების მხარდასაჭერად მოვიდნენ. სტუდენტები სკანდირებენ -"შეუშვით".