ჯგუფ „დაიტოვეს“ ორგანიზებული აქციის მონაწილეები თსუ-ს პირველ კორპუსთან მივიდნენ - Palitra News

ჯგუფ „დაიტოვეს“ ორგანიზებული აქციის მონაწილეები თსუ-ს პირველ კორპუსთან მივიდნენ

2024-11-15 19:48:42+04:00

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან ჯგუფ „დაიტოვეს“ ორგანიზებული აქციის მონაწილეები მივიდნენ, რომლებიც რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობას მართავდნენ.

როგორც საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები აცხადებენ, ისინი თსუ-ს პირველ კორპუსთან სტუდენტების მხარდასაჭერად მივიდნენ.

სტუდენტების განცხადებით, თსუ-ს პირველი კორპუსის წინ სამართალდამცავი ორგანოები სტუდენტებს უნივერსიტეტის შენობაში შესვლის ნებას არ აძლევენ.

ადგილზე ასვე სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც არიან, რომლების თსუ-ს სტუდენტების მხარდასაჭერად მოვიდნენ. სტუდენტები სკანდირებენ -"შეუშვით".