ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ.-ი პარლამენტის სხდომა დაიწყო. „ტელეგრამ“ არხის, რესპუბლიკას ინფორმაციით, სხდომაზე „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების“ შესახებ კანონპროექტის რატიფიკაცია იგეგმება, სესიის პარალელურად, ე.წ. „საკანონმდებლო ორგანოსთან“ კანონპროექტის რატიფიცირების მოწინააღმდეგეების აქცია მიმდინარეობს. ე.წ. ოპოზიცია საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების საკითხი დღის წესრიგიდან ამოღებას მოითხოვს და ამტკიცებს, რომ კანონი აფხაზეთში ბინების რუსეთისთვის მიყიდვას გულისხმობს. ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს ეხმაურებიან ქართული ოპოზიციური ძალები. ძლიერი საქართველო მმართველ პარტიას მოუწოდებს განმარტოს რატომ დუმს აფხაზეთში მიმდინარე რუსული ეკონომიკური ანექსიის საპასუხოდ. ლანა გალდავას განცხადებით, ქართული ოცნება“, ანტისახელმწიფოებრივი გზავნილებით, არაღიარების პოლიტიკას აზიანებს.