სხვა პარტიებს შეუძლიათ, რომ ყოველ დღე გამოვიდნენ, „ჰაკა“ ჩაატარონ, დაიფიცონ ხატზე ან სხვა რაიმე რიტუალური განცხადებები გააკეთონ და თქვან, რომ არასდროს შევლენ პარლამენტში, მაგრამ ჩემთვის ეს არ არის მნიშვნელოვანი, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ სამართლებრივად მივდიოთ პროცედურას, რომელიც მანდატების გასაუქმებლად არის განსაზღვრული , - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.