სალომე სამადაშვილი - სხვა პარტიებს შეუძლიათ, ყოველ დღე „ჰაკა“ ჩაატარონ, დაიფიცონ ხატზე და თქვან, რომ არასდროს შევლენ პარლამენტში, მაგრამ ამას აქვს მხოლოდ რიტუალური ღირებულება, „ძლიერი საქართველოსთვის“ მნიშვნელოვანია შედეგი - Palitra News

სალომე სამადაშვილი - სხვა პარტიებს შეუძლიათ, ყოველ დღე „ჰაკა“ ჩაატარონ, დაიფიცონ ხატზე და თქვან, რომ არასდროს შევლენ პარლამენტში, მაგრამ ამას აქვს მხოლოდ რიტუალური ღირებულება, „ძლიერი საქართველოსთვის“ მნიშვნელოვანია შედეგი

2024-11-14 22:06:06+04:00

სხვა პარტიებს შეუძლიათ, რომ ყოველ დღე გამოვიდნენ, „ჰაკა“ ჩაატარონ, დაიფიცონ ხატზე ან სხვა რაიმე რიტუალური განცხადებები გააკეთონ და თქვან, რომ არასდროს შევლენ პარლამენტში, მაგრამ ჩემთვის ეს არ არის მნიშვნელოვანი, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ სამართლებრივად მივდიოთ პროცედურას, რომელიც მანდატების გასაუქმებლად არის განსაზღვრული , - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.