ბრაზილიის უზენაეს სასამართლოსთან ახლოს აფეთქების შემდეგ, სასამართლოს შენობა ევაკუირებულია. მედიის ცნობით, ბრაზილიის უზენაესი სასამართლოს სიახლოვეს ორჯერ აფეთქების ხმა გაისმა, რის გამოც სან პაულოში მდებარე უზენაესი სასამართლოს შენობაში მყოფი ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტის ადგილზე ერთი ადამიანი დაღუპული იპოვეს. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.