დღეს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა - მომიტინგეები ჩატარებული არჩევნების შედეგის გაუქმებას და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვდნენ - Palitra News

დღეს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა - მომიტინგეები ჩატარებული არჩევნების შედეგის გაუქმებას და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვდნენ

2024-11-13 20:45:07+04:00

დღეს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. მომიტინგეები ჩატარებული არჩევნების შედეგის გაუქმებას და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვდნენ.

მსვლელობის დაწყებამდე ხმაური და დაპირისპირება იყო ცესკოს მიმდებარე ტერიტორიაზე. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეები ცესკოში განცხადების შეტანას ცდილობდნენ, თუმცა, როგორც მომიტინგეები აცხადებენ, რომ მათ ჭიშკარი ჩაუკეტეს, ხოლო მისი გაღების მცდელობას კი პოლიცია და აქციის მონაწილეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ამავდროულად, კვლავ აქტუალურია საარჩევნო სიების ჩახსნის საკითხი, რაზეც ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.