მსვლელობის დაწყებამდე ხმაური და დაპირისპირება იყო ცესკოს მიმდებარე ტერიტორიაზე. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეები ცესკოში განცხადების შეტანას ცდილობდნენ, თუმცა, როგორც მომიტინგეები აცხადებენ, რომ მათ ჭიშკარი ჩაუკეტეს, ხოლო მისი გაღების მცდელობას კი პოლიცია და აქციის მონაწილეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ამავდროულად, კვლავ აქტუალურია საარჩევნო სიების ჩახსნის საკითხი, რაზეც ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.