ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეკრებილებმა ცესკო-ს ტერიტორია დატოვეს და მსვლელობით დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმართულებით დაიძვრნენ. დემონსტრანტების მოთხოვნა უცვლელია ჩატარებული არჩევნების შედეგების გაუქმება და ახალი არჩევნების დანიშვნა. მსვლელობის დაწყებამდე ხმაური და დაპირისპირება იყო ცესკოს მიმდებარე ტერიტორიაზე. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეები ცესკოში განცხადების შეტანას შეეცადნენ. დემონსტანტების თქმით, მათ ჭიშკარიც დაუკეტეს. მისი გაღების მცდელობას კი სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. პარალელურად კვლავ აქტუალურია საარჩევნო სიების ჩახსნის საკითხი, რომელზეც ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ.