გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, კახეთის მხარის რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან ერთად, ყვარლის მუნიციპალიტეტში, კომპანიას „ყვარლის ბაგას“ სტუმრობდა, სადაც მსხვილფეხა საქონლის ფერმერული მეურნეობა დაათვალიერა. „ყვარლის ბაგა“ ებრაული მოდელის ფერმაა, რომელიც 10 წლის წინ შეიქმნა. 450 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია კომბინირებული საკვებისა და რძის გადამმუშავებელი საწარმო. მესაქონელობის დარგის განვითარებისათვის მიმდინარე წელს მხარდაჭერის ახალი მექანიზმი ამოქმედდა. კერძო სექტორს შესაძლებლობა აქვს, შეიძინოს მაღალპროდუქტიული ჯიშები და განახორციელოს ფერმების სათანადო აღჭურვა-მოდერნიზაცია. პროექტის ფარგლებში, რომელიც წელს, გაზაფხულიდან ამოქმედდა, 25 მლნ ლარის ღირებულების სესხებია გაცემული.