2023 წელს 18 223 საკეისრო კვეთა გაკეთდა, საიდანაც 2999 დედის სურვილი იყო, სამედიცინო მიზეზის გარეშე - Palitra News

2023 წელს 18 223 საკეისრო კვეთა გაკეთდა, საიდანაც 2999 დედის სურვილი იყო, სამედიცინო მიზეზის გარეშე

2024-11-13 10:19:01+04:00

2023 წელს 18 223 საკეისრო კვეთა გაკეთდა, საიდანაც 2999 სამედიცინო მიზეზის გარეშე იყო - 20 359-მა ქალმა ფიზიოლოგიურად იმშობიარა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს.

რაც შეეხება საკეისრო კვეთების კლასიფიკაციას, ის შემდეგნაირად გამოიყურება:

ნაყოფის მდგომარეობა - 2955

გადატანილი საკეისრო კვეთა- 6195

წარუმატებელი ქმედება - 264

ფიზიოლოგიური ჩვენება -1693

სხვა - 4117

რაც შეეხება ასაკობრივ გადანაწილებას ყველაზე მეტი საკეისრო კვეთა 20-29 ასაკობრივ ჯგუფში ფიქსირდება.

ამასთან, გასულ წელს ფიზიოლოგიურად 20 359 -მა ქალმა იმშობიარა.