მისი თქმით, თუ ხელისუფლება დანაპირებს არ შეასრულებს, ხიდს კვლავ გადაკეტავენ.
„თუ დაპირება არ შესრულდება, სოფელ აძიუბჟას მაცხოვრებლები მის დაბლოკვას კვლავ აპირებენ“, - აღნიშნა არძინბამ.
ხიდის განბლოკვის შესახებ ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, რაულ ლოლუამაც დაადასტურა.
„კოდორის ხიდი განბლოკილია, მასზე მოძრაობა აღდგენილია გამგეობის ხელმძღვანელსა და აქციის მონაწილეებს შორის მოლაპარაკების შემდეგ“, - განაცხადა ლოლუამ მედიასთან საუბრისას.
ამ დრომდე გადაკეტილი რჩება ორი ხიდი - ზემო გუმისთისა და ქვემო გუმისთის ხიდები.
ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო ტალღა ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენლის დაკავებას მოჰყვა, რომლებიც რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების რატიფიკაციას ეწინააღმდეგებიან. მომიტინგეებმა სოხუმის სამივე ხიდი გადაკეტეს. საუბარია ქვემო და ზემო გუმისთასა და კოდორის ხიდებზე. ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, „უშიშროების საბჭოს“ საგანგებო სხდომა გამართა, რომელზედაც „უშიშროების ძალების“ ხელმძღვანელებმა “უკანონო ქმედებების თავიდან აცილების მიზნით გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრეს.”