უკრაინის შეიარაღებული ძალები ბელგოროდის ოლქში დრონის გამოყენებით ნავთობსაცავს დაესხნენ თავს, აფეთქების შედეგად ერთ-ერთ რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა. ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი „ტელეგრამ“ არხზე წერს, რომ თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სტარიოსკოლის ურბანული რაიონის ტერიტორიაზე ნავთობის საცავზე თავდასხმისთვის დრონი გამოიყენეს. აფეთქების შედეგად ერთ-ერთ რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე ათი სახანძრო ბრიგადა იყო მობილიზებული და ხანძარი სწრაფად ჩააქრეს.