„ჩვენ ვართ ევროპა“ - ამ ლოზუნგით გუშინ ჩატარებულმა აქციამ ხელისუფლების ოპონენტები, მათი მხარდამჭერები და ამჯერად, 8 ქვეყნის საგარეო უწყების წარმომადგენლები საერთო მიზანის გაარშემო გააერთიანა. რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოხატეს, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღირებენ, პარლამენტის ლეგიტიმაციას არ ცნობენ და ხელახალი არჩევნები დაინიშნვნას ითხოვენ. დელეგაციის წევრები პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე მსვლელობით მივიდნენ. მათ აქციის მონაწილეებმა სპეციალური კორდონი მოუწყვეს, დემონსტრანტები დელეგაციის წევრებს ოვაციებით და ტაშით შეხვდნენ. სიტყვით მიმართვისას, ევროპელმა ლიდერებმა ქართველ ხალხს მოუწოდეს იბრძლონ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. პარლამენტის წინ გამართული აქცია ქართული ოპოზიციის ორგანიზებით გაიმართა. ხელისუფლების ოპონენტებს სჯერა, რომ ევროპელი პარტნიორების გვერდით დგომა ქართველი ხალხის საბოლოო გამარჯვების წინაპირობა გახდება.