როიტერის ინფორმაციით, ისრაელის თავდასხმის შედეგად ღაზაში, სულ მცირე, 40 ადამიანი დაიღუპა. თავდასხმა ქალაქ ჯაბალიაზე ადგილობრივი დროით დილის 06:00 საათზე მოხდა. შედეგად, ერთი ოჯახის ყველა წევრი დაიღუპა. სულ მცირე, 24 ადამიანი დაიღუპა, როდესაც ისრაელის დარტყმამ სამსართულიანი შენობა გაანადგურა, მიმდებარე შენობებში კი 30 ადამიანი დაშავდა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ჯაბალიაში მდებარე იმ ტერიტორიას დაარტყეს, სადაც ტერორისტები მოქმედებდნენ.