“არა გაყალბებულ არჩევნებს“ - ამ ლოზუნგით თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართა - Palitra News

“არა გაყალბებულ არჩევნებს“ - ამ ლოზუნგით თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართა

2024-11-11 09:18:13+04:00

“არა გაყალბებულ არჩევნებს“ - ამ ლოზუნგით თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ და ბარათაშვილის ხიდის გავლით მტკვრის ორივე სანაპირო გადაკეტეს. შეკრების საბოლოო წერტილი კი ევროპის მოედანი იყო. მსვლელობას სათავეში ჯგუფი ,,დაიტოვე" ედგა. მოქალაქეებს პოლიტიკური პარტიების წევრებიც შეუერთდნენ…..„მაქსიმალური დისკომფორტი საქართველოს ხელისუფლებას“ - - ოპოზიცია ამ სტრატეგიით ხელახალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისთვის იბრძვის. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლების ოპონენტები ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური იზოლაციის საფრთხეს ხედავენ. აქციის ორგანიზატორი სამი კოალიციური ძალა - ერთობა ნაციონალური მოძრაობა, ცვლილებისთვის და ძლიერი საქართველოა, თუმცა მსვლელობას მოქალაქეებთან ერთად პარტია გახარია საქართველოსთვის წევრებიც შეუერთდნენ.