ახალი არჩევნების ჩატარება და 26 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებული დარღვევების გამოძიება - უცვლელი მოთხოვნით ოპოზიცია ბრძოლას განაგრძობს. ოპოზიციის კონსოლიდირებული გეგმის ნაწილი საპროტესტო აქციებთან ერთად შესაძლო მტკიცებულებების შეგროვება და დოკუმენტების საერთაშორისო პარტნიორებისთვის წარდგენაა. ქართული ოცნების კონკურენტი ძალები მიმდინარე პროცესებში საერთაშორისო საგამოძიებო მისიების ჩართულობის მნიშვნელობაზე საუბრობენ. სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა პარტია ახალის პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც საუბრის თემა სწორედ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს შეეხებოდა. ცარო კირვალიძე იმყოფა შეხვედრის ადგილას. ცარო შენგან ველის უახლეს ინფორმაციას.