საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში იმყოფება - საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეს ირაკლი კობახიძის პირველი საერთაშორისო ვიზიტია - Palitra News

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში იმყოფება - საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეს ირაკლი კობახიძის პირველი საერთაშორისო ვიზიტია

2024-11-07 20:43:20+04:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში იმყოფება. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეს ირაკლი კობახიძის პირველი საერთაშორისო ვიზიტია. მთავრობის მეთაურმა უკვე მიიღო მონაწილეობა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში, რომელსაც 40-მდე სახელმწიფოს ლიდერი ესწრება. ასევე ეკონომიკური უსაფრთხოების შესახებ დისკუსიაზე ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლაც არის დაგეგმილი. გარდა ამისა, საქართველოს პრემიერი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალან ბერსეს შეხვდა. ბუდაპეშტში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ თანამშრომლობას.