26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დაბარებული პირების გამოკითხვა დღეს განახლდება - Palitra News

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დაბარებული პირების გამოკითხვა დღეს განახლდება

2024-11-07 09:29:18+04:00

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დაბარებული პირების გამოკითხვა დღეს განახლდება. ამ წუთებში დაიწყება კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის ზურა ჯაფარიძის მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე დაკითხვაც. თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ უკვე დაიკითხნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები- ნათია მეზვრიშვილი, მამუკა ხაზარაძე და სადამკვირვებლო მისია ჩემი ხმის ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია. არცერთ მათგანს საქმის ობიექტურად გამოძიების იმედი არ აქვს.