აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა - როგორ ვითარდება აშშ-ში მიმდინარე პოლიტიკური პროცესი - Palitra News

აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა - როგორ ვითარდება აშშ-ში მიმდინარე პოლიტიკური პროცესი

2024-11-06 20:54:36+04:00

აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის თითოეულ კანდიდატს საარჩევნო კოლეგიის 270 ხმა სჭირდებოდა. დონალდ ტრამპმა 277, დემოკრატების კანდიდატმა კამალა ჰარისმა კი 224 ხმა მიიღო. რესპუბლიკელებმა სენატში უმრავლესობა მოიპოვეს. დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება საერთაშორისო ლიდერებმა უკვე მიულოცეს.