აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის თითოეულ კანდიდატს საარჩევნო კოლეგიის 270 ხმა სჭირდებოდა. დონალდ ტრამპმა 277, დემოკრატების კანდიდატმა კამალა ჰარისმა კი 224 ხმა მიიღო. რესპუბლიკელებმა სენატში უმრავლესობა მოიპოვეს. დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება საერთაშორისო ლიდერებმა უკვე მიულოცეს.