დედაქალაქსა და რეგიონებში არასამთავრებო ორგანიზაციების საარჩევნო სარჩელების განხილვა გრძელდება. დღეს ხმის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებულ საქმეებს თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში განიხილავენ. საარჩევნო დავების შესახებ სხდომები გუშინ იყო ჩანიშნული, საქმეები მოსამართლეთა სხვადასხვა შემადგენლობას უნდა განეხილა, თუმცა პროცესების დაწყებამდე საქმეების განხილვის განრიგი და პრინციპი შეიცვალა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შესული ყველა საჩივარი ერთ საქმედ გაერთიანდა. ერთ საქმედ განიხლავს ყველა საარჩევნო დავას თბილისის სააპელაციო სასამართლოც. რას უკავშირებს მოსარჩელე მხარე საქმეების განხილვის განრიგის მოულოდნელად ცვლილებას და რომელ საათზეა ჩანიშნული სააპელაციო სასამართლოებში სხდომები?