ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოპოზიციონერი წევრები ცესკოს კომისიის სხდომის სასწრაფოდ ჩანიშვნასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ - Palitra News

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოპოზიციონერი წევრები ცესკოს კომისიის სხდომის სასწრაფოდ ჩანიშვნასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ

2024-11-05 15:20:00+04:00

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოპოზიციონერი წევრები ცესკოს კომისიის სხდომის სასწრაფოდ ჩანიშვნასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ, მიზეზად 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას ასახელებენ. ცესკოში გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინზე საარჩევნო ადმინისტრაციის ოპოზიციონერმა წევრებმა განაცხადეს, რომ მომზადებული აქვთ შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც ქვეყნის საერთაშრისო პარტნიორებს მიეწოდება. საპასუხო გზავნილები გააჟღერდა საარჩევნო ადმინისტრაციის.