ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ლიბანის საზღვარს ეწვია. მედიის ცნობით, ამის შესახებ ნეთანიაჰუს ოფისში განაცხადეს. პრემიერ-მინისტრის ოფისში აცხადებენ, რომ მან ისრაელელი სამხედროები მოინახულა, რომლებიც „ჰეზბოლას“ პოზიციებზე თავდასხმას განაგრძობენ. ეს ბოლო ერთ თვეში ლიბანის საზღვართან ნეთანიაჰუს მეორე ვიზიტია.