ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ლიბანის საზღვარს ეწვია - Palitra News

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ლიბანის საზღვარს ეწვია

2024-11-04 12:18:56+04:00

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ლიბანის საზღვარს ეწვია. მედიის ცნობით, ამის შესახებ ნეთანიაჰუს ოფისში განაცხადეს. პრემიერ-მინისტრის ოფისში აცხადებენ, რომ მან ისრაელელი სამხედროები მოინახულა, რომლებიც „ჰეზბოლას“ პოზიციებზე თავდასხმას განაგრძობენ. ეს ბოლო ერთ თვეში ლიბანის საზღვართან ნეთანიაჰუს მეორე ვიზიტია.