ოპოზიციური პარტიების ლიდერები შეხვედრას მართავენ - Palitra News

ოპოზიციური პარტიების ლიდერები შეხვედრას მართავენ

2024-11-04 11:32:11+04:00

პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში, ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს.

ოპოზიციის შეხვედრას ესწრებიან: “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის”, “კოალიცია ცვლილებისთვის” და “ძლიერი საქართველოს” ლიდერები.

როგორც “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ შეხვედრამდე განაცხადა, საკონსულტაციო შეხვედრის მთავარი მიზანია “მოპარული არჩევნების არ დაშვება”.

ინფორმაციისთვის, დღეს 19:00 საათზე სამ პოლიტიკურ გაერთიანებას: “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის”, “კოალიცია ცვლილებისთვის” და “ძლიერი საქართველოს” რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქვს აქცია.

როგორც ცნობილია, სწორედ დღევანდელ აქციაზე ოპოზიციის სამოქმედო გეგმას წარადგენენ.