BBC-ის ინფორმაციით, ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 158-მდე გაიზარდა. გამოცემის ცნობით, მინიმუმ 155 ადამიანის დაღუპვა ვალენსიაში დაფიქსირდა, ორი ადამიანი კასტილა-ლა მანჩაში, ერთი კი ანდალუზიაში დაიღუპა. ოფიციალური პირები უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ზუსტ რაოდენობას არ ასახელებენ. სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ხელისუფლებამ გასულ დღეს სამაშველო მისიაში 1 200-ზე მეტი თანამშრომელი ჩართო, რომლებიც დრონების დახმარებით მოქმედებენ. ესპანეთში გუშინ სამდღიანი გლოვა დაიწყო, სამთავრობო შენობებზე დროშები დაშვებულია.