საპარლამენტო არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევის ფაქტზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პროკურატურას მიმართა - Palitra News

საპარლამენტო არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევის ფაქტზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პროკურატურას მიმართა

2024-11-01 09:23:55+04:00

საპარლამენტო არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევის ფაქტზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პროკურატურას მიმართა. არასამთავრებო ორგანიზაციის წევრების მტკიცებით, უხარისხო ბიულეტენები და საარჩევნო უბნებზე ქართული ოცნების მიერ დამონტაჟებული ვიდეოკამერები - ნათლად ადასტურებს არჩევნებზე ხმის ფარულობის პრინციპის დარღვევას. საია მზადაა საგამოძიებო უწყებებს შესაბამისი მტკიცებულებები მიაწოდოს, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციას პროკურატურის მხრიდან საქმის ობიექტურად გამოძიების იმედი არ აქვს.