საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის მექანიზმებზე სამუშაოდ, ღია პლატფორმას ქმნიან - Palitra News

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის მექანიზმებზე სამუშაოდ, ღია პლატფორმას ქმნიან

2024-10-29 20:33:19+04:00

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის მექანიზმებზე სამუშაოდ, ღია პლატფორმას ქმნიან. მათი განცხადებით, გაწევრიანება შეუძლია ყველას, როგორც პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიას, ასევე კვალიფიციურ ექსპერტს. პლატფორმის მიზანია, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, საპარლამენტო არჩევნებზე დარღვევებისა და სავარაუდო გაყალბების დეტალური გამოძიებისთვის. მიზნის მიღწევისთვის, წევრები საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებენ, შექმნილ პლატფორმას მხარდაჭერა გამოუცხადოს.