ისრაელის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ისრაელის ტერიტორიაზე გაეროს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს საქმიანობას, 3-თვიანი პერიოდით კრძალავს. ისრაელელმა კანონმდებლებმა კანონპროექტი, საერთაშორისო საზოგადოების წინააღმდეგობის მიუხედავად, 92 ხმით მიიღეს. ისრაელი აცხადებს, რომ ღაზაში პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს თანამშრომელთა 10%-ზე მეტს, კავშირი აქვს ტერორიზმთან, ხოლო ორგანიზაციის დაქვემდებარებაში მყოფი საგანმანათლებლო დაწესებულებები, ისრაელის მიმართ სიძულვილს აღვივებენ. პარლამენტში დაამტკიცეს მეორე კანონპროექტიც, რომელიც კრძალავს სახელმწიფო უწყებების ნებისმიერ კონტაქტს პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოსთან. კანონის მოწინააღმდეგეთა შეფასებით, ეს მკვეთრად შეზღუდავს სააგენტოს საქმიანობას ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე.