ვინ იტყვის უარს საპარლამენტო მანდატებზე - 26 ოქტომბრის არჩევნებიდან 2 დღის შემდეგ ოპოზიცია რამდენიმე გეგმას ამუშავებს. უკვე ცნობილია რომ არჩევნებს გაყალბებულად აცხადებს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს ბარიერგადალახული პარტიების ერთი ნაწილი. ოპოზიციური ძალების მეორე ნაწილი კი ამ დრომდე შიდაგუნდური მსჯელობის ეტაპზეა.