საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, შინაგან საქმეთა მინისტრთან, ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეციალური ოპერაციების მთავარი სამმართველოს ბაზა დაათვალიერა - Palitra News

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, შინაგან საქმეთა მინისტრთან, ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეციალური ოპერაციების მთავარი სამმართველოს ბაზა დაათვალიერა

2024-10-24 21:21:54+04:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, შინაგან საქმეთა მინისტრთან, ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეციალური ოპერაციების მთავარი სამმართველოს ბაზა დაათვალიერა. მთავრობის მეთაური ბაზაზე არსებულ ინფრასტრუქტურას და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ტექნიკურ შესაძლებლობებს გაეცნო. პრემიერმა ხაზი დეპარტამენტის საქმიანობის მნიშვნელობას გაუსვა და ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა. დაბა კრწანისში დეპარტამენტის ახალი ბაზის პრეზენტაციის შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ წყლის ჭავლის რამდენიმე მანქანა შეიძინეს. გარდა ამისა, მინისტრის თქმით, განახლდა სპეცდანიშნულების რაზმის შეიარაღება.