არჩევნებამდე 3 დღით ადრე „ქართულმა ოცნებამ“ თბილისში საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. თავისუფლების მოედანზე მმართველი პარტიის მხარდამჭერთა აქციაზე ათობით ათასი მოქალაქე შეიკრიბა. ისინი რეგიონებიდან თბილისში მიკროავტობუსებითაც ჩამოვიდნენ. ღირსება, მშვიდობა და კეთილდღეობა - სწორედ ეს გზავნილები ჰქონდათ „ქართული ოცნების“ ლიდერებს შემაჯამებელ შეხვედრაზე.