რა გზავნილები ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ თბილისში საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრაზე და როგორ აფასებს ოპოზიცია მთავრობის გზავნილებს - Palitra News

რა გზავნილები ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ თბილისში საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრაზე და როგორ აფასებს ოპოზიცია მთავრობის გზავნილებს

2024-10-24 15:42:27+04:00

არჩევნებამდე 3 დღით ადრე „ქართულმა ოცნებამ“ თბილისში საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. თავისუფლების მოედანზე მმართველი პარტიის მხარდამჭერთა აქციაზე ათობით ათასი მოქალაქე შეიკრიბა. ისინი რეგიონებიდან თბილისში მიკროავტობუსებითაც ჩამოვიდნენ. ღირსება, მშვიდობა და კეთილდღეობა - სწორედ ეს გზავნილები ჰქონდათ „ქართული ოცნების“ ლიდერებს შემაჯამებელ შეხვედრაზე.