რიკოთზე, გვირაბში „ნისანის“ მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით.