რიკოთის გვირაბში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა - Palitra News

რიკოთის გვირაბში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

2024-10-19 14:43:41+04:00

რიკოთზე, გვირაბში „ნისანის“ მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით.