20 ოქტომბერს მშვიდობიან მარშს “ჩვენ ვირჩევთ ევროკავშირს” ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები უერთდებიან - Palitra News

20 ოქტომბერს მშვიდობიან მარშს “ჩვენ ვირჩევთ ევროკავშირს” ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები უერთდებიან

2024-10-19 12:58:38+04:00

20 ოქტომბერს მშვიდობიან მარშს “ჩვენ ვირჩევთ ევროკავშირს” ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები უერთდებიან. „ქართული ოცნების“ ოპომენტების განცხადებით, ნებისმიერი აქტივობა რომელიც საქართველოს ევროპული მომავლის დაცვას ემსახურება, მისაღები და აუცილებელია. მათივე შეფასებით, მმართველმა პარტიამ ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გადადგმით, საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობა შეაჩერა, რაც მიუღებელია საქართველოს მოქალაქეებისთვის. მარში რამდენიმე ლოკაციიდან დაიძვრება და თავისუფლების მოედანზე დასრულდება.