“ქართული ოცნება” ძალიან კარგად ხედავს, რომ გადამწყვეტ არჩევნებში მოქალაქეები აკეთებენ სწორ არჩევანს ქვეყნის სასარგებლოდ, ამიტომ, მისი ერთადერთი მიზანია, რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი მივიდეს არჩევნებზე, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ პალიტრანიუსის გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” მის მიერ გაკეთებულ დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტა, რომელიც ოპოზიციურად განწყობილი ადამიანებისგან ჩამორთმეულ პირადობის მოწმობებს ეხება.