თამარ კორძაია - იმედი მაქვს, პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორი დაინტერესდება და გააკეთებს განცხადებას, რომ ვისაც წაართვეს პირადობის მოწმობა, დაბრუნებული აქვს - გიორგი კალანდარიშვილს კი ვურჩევ, არ დაემორჩილოს ხელისუფლების ნებას და აღიაროს ხალხის არჩევანი - Palitra News

თამარ კორძაია - იმედი მაქვს, პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორი დაინტერესდება და გააკეთებს განცხადებას, რომ ვისაც წაართვეს პირადობის მოწმობა, დაბრუნებული აქვს - გიორგი კალანდარიშვილს კი ვურჩევ, არ დაემორჩილოს ხელისუფლების ნებას და აღიაროს ხალხის არჩევანი

2024-10-17 22:41:09+04:00

“ქართული ოცნება” ძალიან კარგად ხედავს, რომ გადამწყვეტ არჩევნებში მოქალაქეები აკეთებენ სწორ არჩევანს ქვეყნის სასარგებლოდ, ამიტომ, მისი ერთადერთი მიზანია, რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი მივიდეს არჩევნებზე, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ პალიტრანიუსის გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” მის მიერ გაკეთებულ დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტა, რომელიც ოპოზიციურად განწყობილი ადამიანებისგან ჩამორთმეულ პირადობის მოწმობებს ეხება.