მოახლოებული არჩევნები და წინასაარჩევნო გარემოს შეფასება - სწორედ ეს არის განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ქართულ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები მმართველი პარტიის ბოლოდროინდელ ქმედებებს აკრიტიკებენ და შექმნილ ვითარებაზე სრულ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებენ. ოპოზიციონერი ლიდერების შეფასებით, მიუღებელია ის თავდასხმები, რომელიც „ქართული ოცნების“ მხრიდან ოპონენტებზე ხორციელდება.