დღეს პარიზში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდება. საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ემანუელ მაკრონი უკრაინელ კოლეგასთან ორმხრივ შეხვედრას ადგილობრივი დროით 15:00 საათზე, პარიზში, ელისეს სასახლეში, გამართავს. მათივე ცნობით, საფრანგეთის ლიდერი ხელახლა დაადასტურებს ერთგულებას, რომ გრძელვადიან პერიოდში და ყველა მის პარტნიორთან ერთად უკრაინისთვისა და უკრაინელი ხალხისთვის ურყევი მხარდაჭერა გააგრძელოს.