ამნისტიის შედეგად, 1 000 მსჯავრდებული გათავისუფლდა - მათ, ვისაც ახალი კანონი შეეხო, საპატიმრო უკვე დატოვეს. 4 800-მდე მსჯავრდებულს კი სასჯელი სხვადასხვა ვადით შეუმცირდა. ამნისტია სისხლის სამართლის კოდექსის 290-ზე მეტი მუხლის სასჯელისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლებას ითვალისწინებს. პარლამენტმა "ამნისტიის შესახებ" კანონი 17 სექტემბერს მიიღო.