სააგენტო Axios-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ჯო ბაიდენსა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის, შესაძლოა, სატელეფონო საუბარი გაიმართოს. სააგენტოს ცნობით, სატელეფონო საუბრის თემა ირანის სარაკეტო იერიშზე ისრაელის პასუხი და თავდასხმის შესაძლო სამიზნე ობიექტები იქნება. ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებით, აშშ-ის სურს დარწმუნდეს, რომ ირანის მნიშვნელოვან ობიექტებზე ისრაელის შეტევა არაპროპორციული არ იქნება. როგორც სააგენტო წერს, სატელეფონო საუბარი დღეს არის დაგეგმილი. ეს აშშ-ის პრეზიდენტსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს შორის ბოლო ორი თვის განმავლობაში გამართული პირველი საუბარი იქნება.