"ქართული ოცნების" ნაძალადევის რაიონის დელეგატი თბილისის ზღვის მიმდებარედ „კადეტთა კორპუსებში" მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა. ირაკლი ხელაძემ მოსახლეობის საჭიროებები მოისმინა და ადგილობრივებს მმართველი გუნდის სამომავლო გეგმები გააცნო. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები, ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე და "ქართული ოცნების" ნაძალადევის რაიონის შტაბის ხელმძღვანელი დავით ჭელიძე.