ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ცეცხლის შეწყვეტის საკითხია - Palitra News

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ცეცხლის შეწყვეტის საკითხია

2024-10-05 16:21:42+04:00

დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ცეცხლის შეწყვეტის საკითხია, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ სირიელ კოლეგასთან, ბასამ ალ-საბაღთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ცეცხლის შეწყვეტის საკითხია, განსაკუთრებით ლიბანსა და ღაზაში. დამასკოში ჩემი ვიზიტის მიზანს რეგიონში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კონსულტაციების გაგრძელება წარმოადგენს“, - განაცხადა აბას არაღჩიმ.

ცნობისთვის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი სირიაში დღეს ჩავიდა. მანამდე, იგი ლიბანში იმყოფებოდა, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ნაჯიბ მიკატის შეხვდა.