დღეს თბილისობაა. ღონისძიების აღსანიშნავად რიყის პარკში და ორბელიანის მოედანზე მისულ სტუმრებს სადღესასწაულო დეკორაციები და ინსტალაციები დახვდებათ - Palitra News

დღეს თბილისობაა. ღონისძიების აღსანიშნავად რიყის პარკში და ორბელიანის მოედანზე მისულ სტუმრებს სადღესასწაულო დეკორაციები და ინსტალაციები დახვდებათ

2024-10-05 12:49:12+04:00

დღეს თბილისობაა. ღონისძიების აღსანიშნავად რიყის პარკში და ორბელიანის მოედანზე მისულ სტუმრებს სადღესასწაულო დეკორაციები და ინსტალაციები დახვდებათ. ასევე ადგილზე მოწყობილია ღია კინოთეატრი, დღის განმავლობაში გაიმართება გასტრონომიული და ღვინის ფესტივალები. დაგეგმილია საბავშვო კონცერტები, გასართობი და სპორტული აქტივობები. საღამოს 20:00 საათზე, თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.