ბოლივიის ყოფილ პრეზიდენტს, ევო მორალესს მოზარდის გაუპატიურებაში ბრალს სდებენ. მედიის ინფორმაციით, მორალესმა გოგონაზე მაშინ იძალადა, როდესაც არასრულწლოვანი 15-დან 16 წლამდე იყო. გამოცემა იტყობინება, რომ გოგონა დაფეხმძიმდა და ბავშვის დაბადების მოწმობაში მამად ევო მორალესი ჩაწერეს. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მორალესმა სოციალურ ქსელში ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა და განაცხადა, რომ მოქმედი ხელისუფლება მის გაჩუმებას ცდილობს. ევო მორალესი ბოლივიის პრეზიდენტის პოსტს 2006-დან 2019 წლამდე იკავებდა.